კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის 14 სექტემბერი
ამ გვერდზე მარტივად ახსნილია, რომელ პირად მონაცემებს ვაგროვებთ kattyonline.com-ზე, რისთვის ვიყენებთ მათ, ვის ვუზიარებთ და რა უფლებები გაქვს. მონაცემებს ვამუშავებთ საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, შესაბამისად.
01ვინ ამუშავებს შენს მონაცემებს
შენს მონაცემებს ამუშავებს ი/მ ქეთევან გულორდავა (თბილისი, საქართველო), რომელიც მართავს kattyonline.com-ს (katty_online) და გთავაზობს მასზე წარმოდგენილ კურსებს, რესურსებსა და კონსულტაციებს. ამ პოლიტიკაში „ჩვენ“ ნიშნავს ი/მ ქეთევან გულორდავას.
02რა მონაცემებს ვაგროვებთ
ვაგროვებთ იმ მონაცემებს, რომლებიც საჭიროა საიტის მუშაობისა და მომსახურების მისაწოდებლად:
- ანგარიში
- სახელი და გვარი, ელ. ფოსტა და პაროლი. პაროლს ღია სახით არ ვინახავთ.
- სწავლა
- კურსები, რომლებზეც წვდომა გაქვს, წვდომის ვადა და გაკვეთილების პროგრესი.
- შენაძენები
- რა შეიძინე, როდის და რა თანხაზე, ასევე გადახდის სტატუსი. ბარათის მონაცემებს არ ვხედავთ და არ ვინახავთ — გადახდა სრულდება საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.
- კონსულტაციის ჯავშანი
- სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა და არჩეული კონსულტაცია.
- შეტყობინებები
- საკონტაქტო ფორმაში მითითებული სახელი, ელ. ფოსტა და შეტყობინების ტექსტი.
- ტექნიკური მონაცემები
- IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი და ვიზიტის დრო, რომლებიც საიტის ჰოსტინგი ავტომატურად აღრიცხავს უსაფრთხოებისა და სწორი მუშაობისთვის.
- ნახვების სტატისტიკა
- Google Analytics-ის მეშვეობით: რომელ გვერდებს ნახულობ, რა მოწყობილობიდან და ბრაუზერიდან, საიდან მოხვედი საიტზე და მიახლოებით რომელ ქვეყნიდან ან ქალაქიდან.
03რისთვის ვიყენებთ მონაცემებს
- ანგარიშის შექმნისთვის, ელ. ფოსტის დასადასტურებლად და ანგარიშზე შესასვლელად;
- შეძენილ კურსებზე და ფაილებზე წვდომისთვის და სწავლის პროგრესის შესანახად;
- გადახდის დამუშავებისთვის და შენაძენის ელ. ფოსტით დასადასტურებლად;
- კონსულტაციის ორგანიზებისთვის — შეხვედრის დროის შესათანხმებლად ტელეფონით, WhatsApp-ით ან ელ. ფოსტით;
- შენს შეტყობინებებზე პასუხის გასაცემად;
- საიტის უსაფრთხო და სწორი მუშაობისთვის;
- საიტის გასაუმჯობესებლად — ნახვების ზოგადი სტატისტიკის საფუძველზე;
- კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების (მაგ., ბუღალტრული აღრიცხვის) შესასრულებლად.
მონაცემებს ვამუშავებთ, რადგან ეს საჭიროა მომსახურების მისაწოდებლად, კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად ან ჩვენი ლეგიტიმური ინტერესისთვის — რომ საიტი მუშაობდეს უსაფრთხოდ და სწორად.
06რამდენ ხანს ვინახავთ
მონაცემებს ვინახავთ, სანამ შენი ანგარიში აქტიურია, ან სანამ ისინი საჭიროა ამ პოლიტიკაში აღწერილი მიზნებისთვის. შენაძენებისა და გადახდების ჩანაწერებს ვინახავთ იმ ვადით, რასაც კანონმდებლობა (მაგ., საგადასახადო) მოითხოვს.
07შენი უფლებები
შენ გაქვს უფლება:
- მიიღო ინფორმაცია, რომელ მონაცემებს ვამუშავებთ შენ შესახებ, და მიიღო მათი ასლი;
- მოითხოვო არასწორი ან მოძველებული მონაცემების შესწორება;
- მოითხოვო მონაცემების ან ანგარიშის წაშლა;
- მოითხოვო მონაცემების დამუშავების შეზღუდვა;
- გამოიხმარო თანხმობა, თუ მონაცემები თანხმობის საფუძველზე მუშავდება.
მოთხოვნის გასაგზავნად მოგვწერე katty.gulordava@gmail.com-ზე — გიპასუხებთ კანონით დადგენილ ვადაში. ანგარიშის წაშლის შემდეგაც შეიძლება შევინახოთ ის ჩანაწერები, რომლების შენახვაც კანონით სავალდებულოა (მაგ., შენაძენების ისტორია).
თუ მიიჩნევ, რომ შენი მონაცემები არასწორად მუშავდება, შეგიძლია მიმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
08უსაფრთხოება
მონაცემები დაცულ (HTTPS) კავშირით გადაიცემა, ადმინისტრაციულ პანელზე წვდომა შეზღუდულია და მონაცემების დასაცავად ვიყენებთ გონივრულ ზომებს, თუმცა ინტერნეტში არც ერთი სისტემა 100%-ით დაცული არ არის.
09არასრულწლოვანები
თუ არასრულწლოვანი ხარ, რეგისტრაცია, შენაძენი ან კონსულტაციის ჯავშანი გააკეთე მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით.
10პოლიტიკის ცვლელებები
ეს პოლიტიკა შეიძლება დროდადრო განახლდეს. ახალი ვერსია გამოქვეყნდება ამ გვერდზე, ბოლო განახლების თარიღთან ერთად.
კითხვა გაქვს?
კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე ან მოთხოვნაზე მოგვწერე:
katty.gulordava@gmail.comი/მ ქეთევან გულორდავა · თბილისი, საქართველო