ისწავლე ციფრული უნარები, რომლებიც რეალურად გამოგადგება.
პრაქტიკული კურსები, რესურსები და ინდივიდუალური კონსულტაციები, რომლებიც დაგეხმარება ახალი უნარების მარტივად ათვისებასა და მათ რეალურ ცხოვრებაში გამოყენებაში.

კურსები და რესურსები
ისწავლე საკუთარ ტემპში კურსების, გზამკვლევებისა და პრაქტიკული რესურსების გამოყენებით.
ინდივიდუალური კონსულტაცია
თუ გაქვს კონკრეტული პრობლემა, იდეა ან მიმართულება, რომელზეც მუშაობ, შეგიძლია აირჩიო შენთვის შესაბამისი კონსულტაცია.
კონსულტაცია შედგება ორი შეხვედრისგან - პირველ შეხვედრაზე განვიხილავთ შენს მიზნებსა და გამოწვევებს, ხოლო მეორე შეხვედრაზე იღებ შენზე მორგებულ რეკომენდაციებსა და კონკრეტულ შემდეგ ნაბიჯებს.
აირჩიე კონსულტაციის მიმართულება
Canva კონსულტაცია
თუ გინდა შენი დიზაინების გაუმჯობესება, ვიზუალური სტილის დალაგება, Canva-ს უფრო ეფექტურად გამოყენება ან კონკრეტული საკითხის განხილვა ამ მიმართულებით, შენი დახმარება შემიძლია.
2 ონლაინ შეხვედრა · თითოეული დაახლოებით 45-60 წუთი
სოციალური მედიის კონსულტაცია (Instagram & TikTok)
მიიღებ შენს Instagram-სა და TikTok-ზე მორგებულ რეკომენდაციებს - რა გააუმჯობესო, რა ტიპის კონტენტი შექმნა, როგორ დაალაგო მიმართულება და რაზე გააკეთო აქცენტი შემდეგ ეტაპზე.
2 ონლაინ შეხვედრა · თითოეული დაახლოებით 45-60 წუთი
ხშირად დასმული კითხვები

- მაგისტრი საზოგადოებასთან ურთიერთობებში (PR)
- სერტიფიცირებული დიზაინსა და სოციალურ მედიაში
- პროექტების მენეჯერი და ტრენერი
გამარჯობა, მე ქეთევან გულორდავა ვარ,
katty_online-ის ავტორი.
სოციალურ მედიასთან და ონლაინ კონტენტთან მუშაობა ჩემთვის ახალი არ არის. ამ მიმართულებით გვერდებს ჯერ კიდევ წლების წინ ვქმნიდი, თუმცა 2020 წლიდან უფრო აქტიურად დავიწყე ექსპერიმენტები - ვსწავლობდი სხვადასხვა პლატფორმას, დიზაინს, კონტენტის შექმნას და ვეძებდი გზებს, როგორ შეიძლებოდა იდეის უფრო საინტერესო და ეფექტური ფორმით გადმოცემა.
ამ პერიოდში გავიარე სხვადასხვა კურსი, აქტიურად ვიყენებდი უფასო სასწავლო რესურსებს და ეტაპობრივად დავაგროვე ცოდნა სოციალური მედიის, გრაფიკული დიზაინის, ბრენდინგისა და კონტენტის შექმნის მიმართულებით. ამ სფეროებში მაქვს შესაბამისი სერტიფიკატებიც, ხოლო აკადემიურად მაგისტრის ხარისხი საზოგადოებასთან ურთიერთობებში (PR) მაქვს მიღებული.
პროფესიულად მიმუშავია პროექტების მენეჯერად და ტრენერად სხვადასხვა მიმართულებით, ამიტომ სწავლებისას ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია იყოს არა მხოლოდ საინტერესო, არამედ გასაგები, სტრუქტურირებული და პრაქტიკაში მარტივად გამოსაყენებელი.
დიზაინი ჩემი ძირითადი პროფესია არ არის, ეს არის დამატებითი საქმიანობა, რომელიც ნამდვილად მსიამოვნებს. სწორედ ამიტომაც მუდმივად ვცდი ახალ ინსტრუმენტებს, ვაკვირდები ტრენდებს და ვსწავლობ იმას, რაც ჩემს მუშაობას უფრო მარტივსა და კრეატიულს ხდის.
katty_online სწორედ ამ გამოცდილებების გაერთიანებით შეიქმნა - როგორც სივრცე, სადაც მინდა გავაზიარო პრაქტიკული ცოდნა, რესურსები და ინსტრუმენტები, რომლებიც სხვებსაც დაეხმარება ციფრულ სამყაროში უფრო თავდაჯერებულად მუშაობაში.
ამ პლატფორმაზე ჩემი პირველი კურსები Canva-ს ეხება, თუმცა katty_online მხოლოდ Canva-ზე არ იქნება ორიენტირებული. მომავალში დაემატება სხვა კურსები და რესურსებიც სოციალური მედიის, კონტენტის, დიზაინისა და ციფრული უნარების მიმართულებით.
ჩემი მიზანია, აქ ნასწავლი ცოდნის გამოყენება რეალურად შეგეძლოს საკუთარ საქმეში, პროექტში, კონტენტში ან ყოველდღიურ მუშაობაში.
